ვარ დაწყებითი საფეხურის პედაგოგი. სკოლა არის ის გარემო, რომელიც მუდმივად მოითხოვს პედაგოგისგან პროფესიულ ზრდას, აქტიურ ჩართულობას თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესებში, რათა იყოს პროგრესული და ბავშვების ინტერესებისათვის მორგებული. ჩემი მრავალწლიანი პედაგოგიური მოღვაწეობა სწორედ ამ პრიორიტეტებით ფასდება. მაქვს ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი პედაგოგიური გამოცდილება.
დავიწყებ იმით, რომ 1999-2005წწ. ვმოღვაწეობდი ყაზახეთის რესპუბლიკაში, ქ.ალმატიში. ვიყავი საქართველოს კულტურის ცენტრთან არსებული ქართული კვირეული სკოლის ხელმძღვანელი.
2002წ. და 2005წ. ყაზახეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტრომ დამაჯილდოვა დიპლომით ქ.ალმატიში არსებული სხვადასხვა ეროვნების კვირეული სკოლების კონკურსში ქართული კვირეული სკოლის მოსწავლეების მონაწილეობისათვის.
2003წ. დამაჯილდოვეს სიგელით ყაზახეთში მცხოვრებ ხალხთა ერების ფუნქციონირების სახელმწიფო პროგრამის რეალიზაციის საკითხში მიღწეული წარმატებისათვის.
2006 წლიდან ვმუშაობ სსიპ ქ.თბილისის №99 საჯარო სკოლაში. ვარ წამყვანი მასწავლებელი.
2018წ. არჩეული ვარ შეფასების ჯგუფის ფასილიტატორად. თვითგანვითარებისთვის აქტიურად ვარ ჩართული სატრენინგო ღონისძიებებში.